ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

ბუდუს სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა | Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები

Transfermarkt-მა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულებები განაახლა. საგულისხმოა, რომ „კარლსრუეს“ ქართველი ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის ღირებულება 900 000 ევროთი გაიზარდა და ამჟამად 1,8 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ 2023 წელს უნგრული „ფეჰერვარიდან“ გადავიდა.

ბუნდესლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში ბუდუ 6 გოლით კვლავ პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსნებს 2 გოლით უსწრებს. სეზონი 30 წლის თავდამსხმელმა ბრწყინვალედ დაიწყო, ბუნდესლიგა 2-ის ექვს ტურში 6 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, გერმანიის თასის ერთ მატჩში მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

ამ სეზონში „კარლსრუემ'' ბუნდესლიგა 2-ის 6 ტურიდან 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 14 ქულით „დიუსელდორფთან'' ერთად პირველ ადგილს იყოფს. მომდევნო ტურში „კარლსრუე'' „კიოლნს'' ესტუმრება (29 სექტემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ჩემთვის დიდი სიამაყის გრძნობა იყო“ - 5 კითხვა ბუდუსთვის
„ეს ჩემთვის დიდი სიამაყის გრძნობა იყო“ - 5 კითხვა ბუდუსთვის