კილიან მბაპე
Aa
Aa

ტრავმა სერიოზულია - მბაპე რამდენიმე თამაშს გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი, კილიან მბაპე ტრავმირებულია და სავარაუდოდ, მოედანზე გასვლას 3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

ცოტა ხნის წინ, „სამეფო კლუბმა“ ფრანგი ფეხბურთელის სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ვიგებთ, რომ მბაპეს მარცხენა ფეხზე, წვივის კუნთი აქვს დაზიანებული, რომლის მოშუშებასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება.

25 წლის შემტევმა ტრავმა გუშინ, „ალავესის“ წინააღმდეგ მიიღო. მბაპე დიდი ალბათობით მოედანზე 3 კვირაში დაბრუნდება, მანამდე კი მადრიდის „ატლეტიკოსთან“, ჩემპიონთა ლიგაზე „ლილთან“ და ლა ლიგაში „ვილიარეალთან“ თამაშებს გამოტოვებს.

კილიან მბაპე ამ პერიოდის განმავლობაში ვერც საფრანგეთის ნაკრებს დაეხმარება. მისი ნაკრები ოქტომბერში ერთა ლიგაზე ორ შეხვედრას გამართავს - ისრაელისა და ბელგიის ნაკრებების წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები