ვახტანგ სალია
Aa
Aa

ბრიტანულ პრესაშიც დაადასტურეს | ვახტანგ სალია ნიუკასლში გადადის

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბ „დინამო თბილისისა“ და საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი, ვახტანგ სალია კარიერას „ნიუკასლში“ გააგრძელებს. ბოლო პერიოდში, „კაჭკაჭების“ ინტერესზე აქტიურად იწერებოდა და ახლახან, ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა, გრემ ბეილიმ ტრანსფერი დაადასტურა.

ბეილის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და სალიას „ნიუკასლში“ გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია. ჟურნალისტი სატრანსფერო თანხას არ ასახელებს, მაგრამ იუწყება, რომ „კაჭკაჭებმა“ საერთო ენა, როგორც ფეხბურთელის წარმომადგენლებთან, ისე „დინამო თბილისთან“ გამონახეს.

საინტერესოა, რომ ბრიტანული გამოცემა, HITC-ი სალიას ახალ ხვიჩა კვარაცხელიად მოიხსენიებს და წერს, რომ „ნიუკასლის“ გარდა, მისით ევროპული ფეხბურთის სხვა გრანდები ინტერესდებოდნენ. HITC-ის მიხედვით, ვახტანგი „დორტმუნდის“, „რეალისა“ და „ბაიერნის“ რადარებზეც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ვახო სალია თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2023 წელს ჰქონდა. 17 წლის შემტევმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, საქართველოს თასსა და კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპზე „დინამოს“ მაისურით 29 მატჩი ჩაატარა და თავი 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავადაც იცის, რომ იუვესთან ჩრდილში იყო, ამიტომ...“ - იტალიური მედია კვარაზე
„თავადაც იცის, რომ იუვესთან ჩრდილში იყო, ამიტომ...“ - იტალიური მედია კვარაზე