გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მიქაუტაძის პრობლემები მის გარემოცვას უკავშირდება“ - ფრანგი ჟურნალისტი

„ლიონში“ გიორგი მიქაუტაძის დაბრუნება არ გამოდგა ისეთი, როგორსაც ის მოისურვებდა. ჯერჯერობით ქართველ ფორვარდს ახალ კლუბში თავი არ გამოუჩენია, თუმცა, როგორც ჩანს, ამას გარკვეული მიზეზები აქვს.

როგორც RMC Sport-ის ეთერში, ფრანგმა ჟურნალისტმა, ვალიდ აშერშურმა განაცხადა, მიქაუტაძის პრობლემები მის გარემოცვას უკავშირდება, თუმცა მეტი კონკრეტიკისგან მან თავი შეიკავა.

„მე, ისევე როგორც სხვები, მოუთმენლად ველოდებოდი მიქაუტაძის დებიუტს, იმიტომ რომ ყველამ ვნახეთ მისი თამაშები საქართველოს ნაკრებსა და „მეცში“. თუმცა, რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო მეტად ვფიქრობ, რომ „ლიონში“ მისი მოსვლა ცუდი იდეა იყო. მე არ ვგულისხმობ სპორტულ ასპექტს, საუბარი მაქვს არასპორტულ მხარეზე. დეტალებში არ შევალ, იმიტომ რომ ეს სასაცილო საერთოდ არაა, თუმცა მიქაუტაძისთვის „ლიონში“ დაბრუნება საუკეთესო იდეა არ ყოფილა. როგორი იქნებოდა ქალაქში მისი დაბრუნება - კლუბს ეს უნდა გაეთვალა“, - განაცხადა ვალიდ აშერშურმა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „მარსელს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 10-კაციან მეტოქესთან 2:3 დამარცხდა. ქართველი შემტევი მასპინძელთა სასტარტოში არ ყოფილა და მოედანზე 67-ე წუთიდან, ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად გამოჩნდა.

ხვალ „ლიონი“ ევროპა ლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება, ლიგა 1-ში მომდევნო შეხვედრას კი 29 სექტემბერს, სტუმრად „ტულუზასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიონი 10-კაციან მარსელთან ბოლო წუთზე დამარცხდა | მიქაუტაძემ 67-ე წუთიდან ითამაშა
ლიონი 10-კაციან მარსელთან ბოლო წუთზე დამარცხდა | მიქაუტაძემ 67-ე წუთიდან ითამაშა