გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

100 მატჩი ლა ლიგაში და რეკორდი | მამარდა ვალენსიას ისტორიაში შევიდა

„ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „ოსასუნასთან“ მატჩში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - 23 წლისა და 360 დღის ასაკში მამარდა გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, რომელმაც „ღამურების“ მაისურით ლა ლიგაში 100 მატჩი ჩაატარა.

მამარდა გაუთანაბრდა გოიო ვერგელის მაჩვენებელს, შემდეგი კი რეიტინგში 105 მატჩით ხოსე მანუელ ოჩოტორენაა, რომელიც ამჟამად „ვალენსიას“ მეკარეებს წვრთნის.

2021 წლის აგვისტოში „გრანადასთან“ მატჩში დებიუტის შემდეგ მამარდამ ლა ლიგაში მე-100 მატჩი ჩაატარა. 100 მატჩში ქართველმა მეკარემ 116 გოლი გაუშვა, 29 მატჩში კი კარი მშრალად შეინახა. „ვალენსიამ“ამ 100 მატჩიდან 30 მოიგო, 28 ფრედ დაასრულა, 42 კი დათმო.

რეიტინგის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: სანტიაგო კანისარესი (305), ხოსე მანუელ სემპერე (270), გილიერმო ეისაგირე (187), ანდონი სუბისარეტა (152) და დიეგო ალვეში (146). ერთადერთი უცხოელი მეკარე, რომელმაც „ვალენსიას“ რიგებში ლა ლიგაში 100 მატჩი ჩაატარა, სწორედ ბრაზილიელი დიეგო ალვეშია.

რაც შეეხება ზოგადად ლა ლიგას, მამარდაზე სწრაფად 100-მატჩიან ნიშნულს უცხოელებიდან მხოლოდ ტიბო კურტუამ (21 წელი და 301 დღე) და კარლოს კამენიმ (23 წელი და 259 დღე) მიაღწიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდამ კარი მშრალად შეინახა - ვალენსიას ქულა ოსასუნასთან
მამარდამ კარი მშრალად შეინახა - ვალენსიას ქულა ოსასუნასთან