„ამაყი გემშვიდობებით“ | რაფაელ ვარანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რაფაელ ვარანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ფრანგმა მცველმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.
„ამბობენ, რომ ყველაფერ კარგს დასასრული აქვს. ჩემი კარიერის განმავლობაში, უამრავი გამოწვევა მივიღე და მათი უმრავლესობის გადალახვა თითქმის შეუძლებელი ჩანდა. განვიცადე საოცარი ემოციები, განსაკუთრებული მომენტები და მოგონებები, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე დამრჩება. ამ ემოციების ფონზე, მინდა, უდიდესი სიამაყით განვაცხადო, რომ მივდივარ სპორტიდან, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს.
არაფერს ვნანობ, არაფერს შევცვლიდი. მოვიგე ბევრად მეტი ტიტული, ვიდრე ვიოცნებებდი, მაგრამ თასებზე და წარმატებებზე ამაყი ვარ იმით, რომ საკუთარ პრინციპებს არ ვუღალატე. გულახდილი ვიყავი და ვცდილობდი, ყველაფერი უკეთესი გამეხადა. იმედია, ჩემით სიამაყის საფუძველი მოგეცით და ახლა, მოედანს მიღმა, ახალი ცხოვრება იწყება. კომოში დავრჩები, მაგრამ ბუცებისა და წვივის დამცავების გარეშე.
მადლობა იმ კლუბების გულშემატკივრებს, რომელთა რიგებშიც მითამაშია. მადლობა თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და პერსონალს. მადლობა მთელი გულით, რადგან თქვენი წყალობით, ჩემი მოგზაურობა იმაზე მეტად განსაკუთრებული გახდა, ვიდრე ოცნებებში წარმომედგინა. მადლობა ფეხბურთო, სიყვარულით რაფა“.
View this post on Instagram
ცნობისთვის, ვარანი 31 წლისაა და ზაფხულში, „კომოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. სადებიუტო შეხვედრაში, მან ტრავმა მიიღო და საბოლოოდ, დიდი ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა.