„ამ გუნდში კვარას უფრო თავისუფალს ვხედავ“ - ნაპოლის ყოფილი დირექტორი
„ნაპოლის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, პიერპაოლო მარინომ „ნაპოლის“ მდგომარეობაზე ისაუბრა და „პარტენოპეის“ საჩემპიონო შანსები შეაფასა.
რას ამბობს მარინო:
„თავდაპირველად, „იუვენტუსთან“ მატჩზე ვიტყვი, რომ „ნაპოლიმ“ დასახული ამოცანა კარგად შეასრულა. ბურთის დათმეს, მაგრამ სტატისტიკით, მეტოქეს ბევრი არაფერი შეუქმნია. როგორც ერთ, ისე მეორე გუნდს საგოლე მომენტები ფაქტობრივად, არ ჰქონიათ. კონტეს ფორმირება ჯაჭვის შექმნას არ ისახავდა მიზნად. ოთხკაციანი დაცვა სივრცეებს უკეთ ფარავდა, ამაში კი დიდ დახმარებას სამკაციანი ნახევარდაცვის ხაზი უწევდა. რა გააკენთა „იუვენტუსმა“ ამის საპასუხოდ? ვერაფერი“.
„ძალიან მომეწონა მაკტომინეის თამაში. ისე ჩანდა, რომ ის გუნდში უკვე დიდი ხანია რაც არის. მან დიდი წვლილი შეიტანა ნახევარდაცვის სტაბილურობაში. ვგულისხმობ, კონკრეტულად „იუვენტუსთან“ თამაშს“.
„ვფიქრობ, კონტემ უფრო უკეთ უნდა იმუშაოს ლუკაკუს გამოყენებაზე. ის არის ადამიანი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია „ნაპოლისთვის“ უფრო მეტი სარგებლის მოტანა. იმედი მაქვს ის გუნდს არამხოლოდ ამ სეზონში, არამედ მომავალშიც უფრო წინ წაწევს. ის კარგი შემსრულებელია და ნახევარმცველები მასთან მაქსიმალურად ახლოს უნდა იყვნენ. თუ პოლიტანო მარჯვნიდან დაიწყებს და კვარა მარცხნივ იქნება, გასაგებია, რომ თავდამსხმელი მარტო აღმოჩნდება, ამ დროს კი მასთან მაქსიმალურად მჭიდროდ უნდა იყოს ნახევარდაცვა“.
„ჩემთვის, „ნაპოლის“ ჩემპიონატში უძლიერესი გუნდი ჰყავს და ვფიქრობ, სკუდეტოს მოგებაც შეუძლია. ამ ფორმაციაში კვარას უფრო თავისუფლად ვხედავ, რომელსაც თამაში როგორც ფლანგზე, ისე ცენტრში შეუძლია. ასევე, ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა და ამასთან, კონტეს სამი დაცვითი წყობითაც შეუძლიათ თამაში“.
„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, ანტონიო კონტემ კი ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან 71-ე წუთზე გაიყვანა.
5 ტურის შემდეგ, „პარტენოპეი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ტორინოს“ 1 ქულით ჩამორჩება. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას იტალიის თასზე, 26 სექტემბერს „პალერმოს“ წინააღმდეგ გამართავს, სერია A-ს მე-6 ტურში კი 29 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „მონცას“ დაუპირისპირდება.