ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„ჩემთან შანსი არ აქვს“ | თოფურია ჰოლოუეისთან გამარჯვებაში დარწმუნებულია

ილია თოფურიამ Mundo Deportivo-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „ელ მატადორმა“ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და მაქს ჰოლოუეისთან გასამართ საჩემპიონო ორთაბრძოლასაც შეეხო.

„ჩემთვის მარცხი არ არსებობს. თუ 100 პროცენტით დაიხარჯები და ორთაბრძოლა შენს სასარგებლოდ მაინც არ დასრულდება, შეგიძლია მშვიდად იყო, რადგან ყველაფერი გააკეთე. რთული პერიოდი გამოვიარე და როცა წარსულში ვიხედები, მადლობას ვამბობ, რადგან სირთულეების გარეშე არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ.

მაქს ჰოლოუეის ჩემთან შანსი არ აქვს. როცა MMA-ში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, მაქსის გულშემატკივარი ვიყავი და ის უკვე ელიტარულ დონეზე იმყოფებოდა. ჩემი შთაგონების წყარო ყოველთვის საუკეთესო მებრძოლები იყვნენ, სანამ მათ შორის მეც არ აღმოვჩნდი. მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცდილობდი, საუკეთესო მებრძოლებისგან რაღაცები გადამეღო, რათა სრულყოფილი გავმხდარიყავი და საერთოდ სხვა დონეზე ავედი. ჰოლოუეისთვის უცხო იქნება ის, რასაც ჩემგან ოქტაგონზე მიიღებს და გამარჯვებაში დარწმუნებული სწორედ ამიტომ ვარ.

რამდენ ხანს გაძლებს ჰოლოუეი? როგორც კი ჩხუბს გადაწყვეტს, ორთაბრძოლა დასრულდება, მაგრამ თუ ოქტაგონზე სირბილს დაიწყებს და ეცდება, გამექცეს, გარკვეული დრო დამჭირდება, რადგან არ ვაპირებ, ავი ძაღლივით ვდიო. დიახ, თავდაპირველად, ჩემი სტილი ჭიდაობასა და გრეპლინგზე იყო ორიენტირებული და პირველი შვიდი ბრძოლა საბმიშენით მოვიგე. პარტერში ნებისმიერი მეტოქის დაფინიშება შემიძლია, მაგრამ მინდოდა, ყველგან სახიფათო გავმხდარიყავი. მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა, რაც მომესურვებოდა და თუ უნდა, შეგვიძლია ჭადრაკი ვითამაშოთ. იქაც მოვუგებ“.

სხვათა შორის, რამდენიმე საათის წინ, „დალოცვილმა“ Youtube-ის საკუთარ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა და „ელ მატადორს“ „მკვლელი“ უწოდა, თუმცა, გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ UFC 308-ზე ცვლილებებს იხილავენ, რომლებიც მან და მისმა გუნდმა, ჩხუბის სტილში შეიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველი გამოცდა ჩაბარებულია“ | მამარდას მატჩს ლივერპულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ
„პირველი გამოცდა ჩაბარებულია“ | მამარდას მატჩს ლივერპულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ