ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„მხარეებს შორის დისტანცია ნარჩუნდება“ - Corriere dello Sport კვარას კონტრაქტზე

იტალიური Corriere dello Sport-ი „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შორის ახალი კონტრაქტის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებზე წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება ჯერ ისევ არაა მიღწეული და კლუბისა და ფეხბურთელის პოზიციებს შორის დისტანცია კვლავ ნარჩუნდება.

რას წერს გამოცემა:

„ნაპოლის“ სურს, კვარაცხელიასთან კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივოს. ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი კვარასთვის ყოველწლიურად 8 მილიონ ევროს ითხოვს. რაც შეეხება „პარტენოპეის“ შეთავაზებას, კლუბი ქართველს ფიქსირებული ხელფასისა და ბონუსების სახით დაახლოებით 6 მილიონ ევროს სთავაზობს. სწორედ ასეთი ხელფასია გაწერილი „ნაპოლის“ ვარსკვლავური ახალწვეულის, რომელუ ლუკაკუს კონტრაქტში.

რამდენიმე დღის წინ „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ Sky Sports-თან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები პოზიტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, ზაფხულში ხვიჩას გადაბირება რამდენიმე კლუბს სურდა, თუმცა კვარამ და „ნაპოლიმ“ გადაწყვიტეს, „წინ ერთად წასულიყვნენ“. ჯოვანი მანას განცხადებით, კვარას კონტრაქტი 3 წელიწადში იწურება, ამიტომ საჩქარო არაფერია.

მომდევნო შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის თასზე გამართავს - დღეს თბილისის დროით, 23:00 საათზე, „პარტენოპეი“ საკუთარ კედლებში „პალერმოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10 ცვლილება ძირითად შემადგენლობაში | კვარა პალერმოსთან სასტარტოში არ იქნება?
10 ცვლილება ძირითად შემადგენლობაში | კვარა პალერმოსთან სასტარტოში არ იქნება?