გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ბარსელონა მამარდათი სერიოზულად ინტერესდებოდა | რატომ არ სცადეს მისი შეძენა?

Mundo Deportivo-მ გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. კატალონიური გამოცემის მიხედვით, „ბარსელონა“ „მამარდათი“ სერიოზულად ინტერესდებოდა, მაგრამ „ვალენსიას“ წინადადებით ორი მიზეზის გამო არ მიმართა.

„დიეგუ კოშტას გარდა, მეკარე, რომელიც ბარსელონას სპორტული დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ძალიან მოსწონდათ, გიორგი მამარდაშვილი გახლდათ. ის ვალენსიას კარს იცავს და ზაფხულში ლივერპულმა შეიძინა, თუმცა, იჯარის წესით მესტალიაზე დატოვა.

ქართველი ფეხბურთელი წითლების საკუთრებაა და მერსისაიდელებმა მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს პლუს ბონუსები გადაიხადეს. ბარსელონამ კონკრეტული ნაბიჯი ეკონომიკური მდგომარეობისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენისადმი არსებული დიდი ნდობის გამო არ გადადგა“, - წერს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, Relevo-ს ინფორმაციით, „ვალენსიასა“ და „ოსასუნას“ მატჩს, რომელიც ფრედ, 0:0 დასრულდა, „ლივერპულის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. ესპანური გამოცემა აცხადებს, რომ „მამარდამ“ პირველი ინგლისური გამოცდა კარგად ჩააბარა და კარი მშრალად შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია მკვლელია“ | ჰოლოუეი ილიასთან ჩხუბისთვის ემზადება
„თოფურია მკვლელია“ | ჰოლოუეი ილიასთან ჩხუბისთვის ემზადება