ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

„თავადაც იცის, რომ იუვესთან ჩრდილში იყო, ამიტომ...“ - იტალიური მედია კვარაზე

ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და ამბობს, რომ „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ ანტონიო კონტეს 23 წლის ფეხბურთელთან სპეციალური საუბარი ჰქონდა და მომავალ მატჩებში ქართველისგან სწორ რეაქციას ელოდება.

რა წერია Corriere-ს სტატიაში:

„მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩში ჩრდილში მოექცა, ანტონიო კონტეს მასთან საუბარი ჰქონდა და მომდევნო შეხვედრებში შესაბამის რეაქციას ელოდება. თავად ქართველმაც იცის, რომ ტურინელთა წინააღმდეგ ჩვეული თამაში ვერ აჩვენა“.

„კვარას პერფორმანსი გუნდისთვის გადამწყვეტია. ის შეტევაში ელვისებური და გადამწყვეტია, დაცვით ფაზაში კი აგრესიული. ეს „ნაპოლის“ საჩემპიონო სეზონმა გვასწავლა, როდესაც კვარა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ხვიჩამ საჩემპიონო სეზონში ბევრი მატჩი გადაწყვიტა, მაგრამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ის ჩვეულ დონეს ჯერჯერობით, ვერ დაუბრუნდა“.

„ნაპოლი“ ყველა გზით ცდილობს, რომ გუნდი ძველ დონეს დაუბრუნდეს, ამაში კი ერთ-ერთი მთავარი როლი ანტონიო კონტეს ეკუთვნის. მან ხელახლა დაიწყო გუნდის აწმყოს აშენება მომავლის იმედით, რამაც შესაძლოა, გუნდისთვის ახალი, დასამახსოვრებელი ისტორიები მოიტანოს“.

„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, ანტონიო კონტემ კი ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან 71-ე წუთზე გაიყვანა.

5 ტურის შემდეგ, „პარტენოპეი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ტორინოს“ 1 ქულით ჩამორჩება. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას იტალიის თასზე, 26 სექტემბერს „პალერმოს“ წინააღმდეგ გამართავს, სერია A-ს მე-6 ტურში კი 29 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „მონცას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგოლე პასი და კარგი თამაში - ჩაკვეტაძის გუნდი მან. სიტისთან დამარცხდა
საგოლე პასი და კარგი თამაში - ჩაკვეტაძის გუნდი მან. სიტისთან დამარცხდა