პატრიკ ვიეირა, საბა ლობჟანიძე, ატლანტა იუნაიტედი
Aa
Aa

ვიეირა ლობჟანიძის ატლანტაში? | მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს

გამოცემა GIVEMESPORT-ის ინფორმაციით, „ატლანტა იუნაიტედს“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების შემტევი, საბა ლობჟანიძე იცავს, დიდი ალბათობით საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ლეგენდა, პატრიკ ვიეირა გაწვრთნის.

ბოლოს 48 წლის ვიეირა ლიგა 1-ის „სტრასბურში“ მუშაობდა, მაგრამ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კლუბი ერთი სეზონის შემდეგ დატოვა. ვიეირას ხელმძღვანელობით „სტრასბურმა“ სეზონი მე-13 პოზიციაზე დაასრულა. მანამდე ვიეირას უმუშავია „კრისტალ პალასში“ და „ნიცაში“, ხოლო სამწვრთნელო კარიერა ფრანგმა სპეციალისტმა სწორედ მლს-ში, „ნიუ იორკ სიტიში“ დაიწყო.

მედიაში ასევე იწერებოდა, რომ ვიეირას კანდიდატურა აშშ-ის ნაკრების თავკაცის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ ამერიკული ფეხბურთის მესვეურებმა მაურისიო პოჩეტინოზე შეაჩერეს არჩევანი.

Yahoo! Sports-ის ცნობით, „ატლანტასა“ და პატრიკ ვიეირას შორის მოლაპარაკებები გასულ თვეში გაიმართა. ამჟამად ვიეირა „ატლანტაში“ დანიშვნის მთავარი კანდიდატია. 

საბა ლობჟანიძის გუნდში გარდამავალი პერიოდია - ზაფხულში თანამდებობები დატოვეს მთავარმა მწვრთნელმა, გონსალო პინედამ და ტექნიკურმა დირექტორმა, კარლოს ბოკანეგრამ.

ზაფხულშივე კლუბი დატოვეს წამყვანმა ფეხბურთელებმა - ტიაგო ალმადამ, გიორგოს გიაკუმაკისმა და კალებ უაილიმ. ატლანტამ ცოტა ხნის წინ დაიმატა რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი ალექსეი მირანჩუკი, ხოლო კიდევ ორი „ვარსკვლავური“ ფეხბურთელის კვოტა ამჟამად თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აქეთ საბა, იქეთ მესი - ატლანტაში ლობჟანიძე გამოარჩიეს
აქეთ საბა, იქეთ მესი - ატლანტაში ლობჟანიძე გამოარჩიეს