ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„თოფურია მკვლელია“ | ჰოლოუეი ილიასთან ჩხუბისთვის ემზადება

მაქს ჰოლოუეი ილია თოფურიასთან გასამართი საჩემპიონო ორთაბრძოლისთვის ემზადება. „დალოცვილმა“ Youtube-ის საკუთარ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა, გულშემატკივრებს ვარჯიშის ამსახველი კადრები გაუზიარა და UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონზე ილაპარაკა.

„MMA-ში ყველა მეტოქე ერთმანეთისგან განსხვავებულია. განსხვავდება თუ არა ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისგან? დიახ! განსხვავდება თუ არა გეიჯისთან ჩხუბისთვის მოსამზადებელი ვარჯიშები ილიასთან ჩხუბისთვის მოსამზადებელი ვარჯიშებისგან? დიახ! თოფურიასა და გეიჯის განსხვავებული სტილი აქვთ და ორივე მათგანს დიდ პატივს ვცემ. 26 ოქტომბერს იხილავთ მოსამზადებელი ეტაპის შედეგებსა და ცვლილებებს, რომლებიც ილიასთან ორთაბრძოლისთვის გავატარეთ.

თოფურიასა და ვოლკანოვსკის დაპირისპირებიდან ბევრი რამ ვისწავლე. ილია მკვლელია, მაგრამ მივხვდი, რომ ტვინის შერყევას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ისლამ მახაჩევთან წაგების შემდეგ, ვოლკანოვსკი ოქტაგონზე ძალიან ადრე დაბრუნდა და მეც მათ შორის ვარ, თუმცა, მოხდა ის, რაც მოხდა. მისმა გუნდმა ჩათვალა, რომ ალექსი მზად იყო და ილიამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა.

ვოლკანოვსკისა და თოფურიას ჩხუბი ორ რაუნდს გაგრძელდა და ანალიზის გასაკეთებლად დიდი მასალა არ გვაქვს, მაგრამ მისი სხვა ბრძოლების ჩანაწერებს ვუყურებთ და 26 ოქტომბერს ყველაფერს გაჩვენებთ“.

ცნობისთვის, თოფურიასა და ჰოლოუეის ორთაბრძოლა UFC 308-ის მთავარი მოვლენაა. ჰოლოუეიმ ბოლო ჩხუბი ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართა და UFC 300-ზე, მეტოქე ბოლო წამზე დაანოკაუტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენ ვუყურებთ ლეგენდის დაბადებას“ - სერხიო მარტინესი ილია თოფურიაზე
„ჩვენ ვუყურებთ ლეგენდის დაბადებას“ - სერხიო მარტინესი ილია თოფურიაზე