ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია, ტომ ასპინალი
Aa
Aa

ასპინალი: ძმები თოფურიები ცემაში „მომკლავდნენ“

UFC-ის მძიმე წონის დროებითი ჩემპიონი, ტომ ასპინალი ფიქრობს, რომ ორი ერთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ძმები - ილია და ალექსანდრე თოფურიები მას მოერეოდნენ.

ქართველი მებრძოლების შესახებ მას კითხვა ტიკ-ტოკერმა ჯონ-ბერნარდ კაირუზუმ დაუსვა. „როგორ ფიქრობ, მოერეოდი ძმებ თოფურიებს MMA-ს ბრძოლაში?“ - ასპინალმა უპასუხა:

„ისინი ცემაში „მომკლავდნენ“. ჩემი საქმე კარგად არ წავიდოდა“.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, ილია თოფურია მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება. მათი ჩხუბი UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება.

თოფურიასთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება. „მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შედეგად მოიპოვა.

„ელ მატადორს“ MMA-ში გამართული თხუთმეტი ორთაბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.

რაც შეეხება ალექსანდრე თოფურიას, ის UFC-ის მებრძოლი აგვისტოს დასაწყისში გახდა. ამ დროისთვის მისი დებიუტის თარიღი და მოწინააღმდეგის ვინაობა უცნობია.

ალექსანდრე 28 წლისაა და ხუთიდან ხუთივე ბრძოლაში ფინიშით იმარჯვა, მისი ერთადერთი მარცხი კი 2015 წელს, ივო ივანოვთან იყო და ტექნიკური ნოკაუტით წააგო.

ილიას მსგავსად, ალექსანდრეც მრავალმხრივი მებრძოლია და როგორც პარტერში, ისე დგომში გამოირჩევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენ ვუყურებთ ლეგენდის დაბადებას“ - სერხიო მარტინესი ილია თოფურიაზე
„ჩვენ ვუყურებთ ლეგენდის დაბადებას“ - სერხიო მარტინესი ილია თოფურიაზე