საგოლე პასი და კარგი თამაში - ჩაკვეტაძის გუნდი მან. სიტისთან დამარცხდა
ინგლისის EFL-ის თასის 1/16-ფინალში პეპ გუარდიოლას გაწვრთნილმა „მან. სიტიმ’’ „ეტიჰედზე’’ „უოტფორდს’’ 2:1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ტომ ქლევერლიმ თამაშში 61-ე წუთზე ჩართო. 66-ე წუთზე ჩაკვეტაძემ ფოდენს ბურთი აართვა და სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, მისი პასის შემდეგ კვადვო ბაამ არაზუსტად დაარტყა. 86-ე წუთზე ქართველი შემტევის საგოლე პასით ტომ ინსმა ლამაზი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ჩაკვეტაძე საკვანძო პასს ასრულებდა, თუმცა სიზუსტე დააკლდა და „ქალაქელებმა'' ვითარება განმუხტეს.
ჩაკვეტაძის გამორჩეული მომენტები
ინგლისის ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონი ჩაკვეტაძემ ექვს მატჩში (ყველა სასტარტოში) 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.