ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ოსასუნა
Aa
Aa

მამარდამ კარი მშრალად შეინახა - ვალენსიას ქულა ოსასუნასთან

ლა ლიგის მორიგ ტურში ვალენსიამ ოსასუნას უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

გულშემატკივრებმა საკმაოდ მოსაწყენი მატჩი იხილეს. ტემპი საკმაოდ დაბალი იყო და მომენტები არცერთი გუნდის კართან არ იქმნებოდა.

გიორგი მამარდაშვილის კარისკენ ბურთი ორჯერ წავიდა, მაგრამ ხიფათს არ წარმოადგენდა და ქართველმა მარტივად მოიგერია.

აღსანიშნავია, რომ ჯვაროსნების კარის დარაჯმა, მიმდინარე სეზონში კარი მშრალად ზედიზედ მეორედ შეინახა. პირველად მან ეს წინა ტურში ჟირონას წინააღმდეგ მოახერხა.

რაც შეეხება ვალენსიას, ღამურებს სატურნირო ცხრილში 5 ქულა დაუგროვდათ და დროებით გასავარდნი ზონიდან ამოვიდნენ. ბარახას გუნდი მე-17 ადგილზე იმყოფება.

შემდეგ ტურში, ვალენსია რეალ სოსიედადს ესტუმრება. აღნიშნული შეხვედრა 28 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოსთან მატჩის წინ - უკრაინას მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოსთან მატჩის წინ - უკრაინას მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდა