ჰანსი ფლიკი, ლამინე იამალი
Aa
Aa

ფლიკი: იამალს შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე გახდეს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ლამინე იამალზე ილაპარაკა და თქვა, რომ მის დასვენებას არ აპირებს.

17 წლის ვარსკვლავმა მიმდინარე სეზონზე 4 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.

რა თქვა ფლიკმა:

„ჩვენ ყველა ფეხბურთელზე გვაქვს მონაცემები. ამ დროისთვის იამალს დასვენება არ სჭირდება. ყველაფერი რიგზეა. ის თავს კარგად გრძნობს“.

„იამალი ამ სეზონზე საოცრებებს აკეთებს და ვფიქრობ, ხარისხი არაფერ შუაშია ასაკთან. ის თავის ასაკში არაჩვეულებრივ რაღაცებს აკეთებს“.

„არის თუ არა ის საუკეთესო მსოფლიოში? ვფიქრობ, რომ მას შეუძლია საუკეთესო გახდეს, 100%-ით“.

ლამინე იამალი ზაფხულში ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა და ტურნირი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. „ბარსელონას“ მაისურით მას 67 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, სულ ბარსელონაში ვითამაშო“ – რაზე ოცნებობს იამალი
„მინდა, სულ ბარსელონაში ვითამაშო“ – რაზე ოცნებობს იამალი