სან სირო 2027 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს აღარ უმასპინძლებს
მილანის „სან სიროს“ სტადიონზე 2027 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი აღარ გაიმართება. გადაწყვეტილება უეფამ მიიღო, მიზეზი კი სარემონტო სამუშაოები გახდა.
„იმის გამო, რომ მილანის მუნიციპალიტეტი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ სარემონტო სამუშაოები არ შეეხება „სან სიროსა“ და მიმდებარე ტერიტორიებს, დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 2027 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადების მიღება განვაახლოთ“, - ნათქვამია უეფას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც მოსალოდნელია, ახალი მასპინძლის შესახებ გადაწყვეტილება 2025 წლის მაისში ან ივნისში გამოცხადდება.