ვინ მოიგებს ევროპა ლიგას | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზის თანახმად, ამ სეზონზე ევროპა ლიგის მოგების ყველაზე დიდი შანსი „პორტოს“ აქვს. ალბათობა იმისა, რომ სერჟიო კონსეისაოს გუნდი ჩემპიონი გახდება, 17,8%-ს შეადგენს.
რეიტინგში მეორე ადგილს (10,9%) „ატლეტიკო“ იკავებს, მესამეზე კი „სლავია პრაღაა“, რომელსაც 9,8% აქვს.
ათეულში ასევე მოხვდნენ: „ტოტენჰემი“, „რომა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლაციო“, „გალათასარაი“, „რეალ სოსიედადი“ და „აინტრახტი“.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზის თანახმად, ამ სეზონზე გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი „მანჩესტერ სიტის“ აქვს. რეიტინგში მეორე ადგილს მოქმედი ჩემპიონი მადრიდის „რეალი“ იკავებს, მესამეზე კი „ინტერია“.
ცნობისთვის, ევროპა ლიგა განახლებული ფორმატით, წელს პირველად ტარდება და ლიგის ეტაპის გახსნითი მატჩები 25-26 სექტემბერს გაიმართება.