„ჩვენ ვუყურებთ ლეგენდის დაბადებას“ - სერხიო მარტინესი ილია თოფურიაზე
არგენტინელი მოკრივე და ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, სერხიო გაბრიელ მარტინესი ილია თოფურიას შესაძლებლობებს აფასებს.
მან ზაფხულში UFC-ის ჩემპიონთან ისპარინგა და მაშინ თქვა, მისი დიდი ძალით გაკვირვებული დარჩა.
Maravilla Martínez vs Ilia Topuria ???????? pic.twitter.com/KQIBaIJdOG
— Sergio Martínez (@maravillabox) June 13, 2024
ამჯერად სერხიო მარტინესმა ილია თოფურიას შესახებ Marca-სთან ილაპარაკა.
რა თქვა მარტინესმა:
„ილიას დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ ვუყურებთ, ვფიქრობ არ ვცდები, ლეგენდის დაბადებას. საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა. დაელოდეთ შთამბეჭდავ მოვლენებს, რადგან მას დაუჯერებელი პოტენციალი აქვს, როგორც სხეულის, ისე გონების, რათა ნამდვილი ლეგენდა გახდეს“.
„მას აქვს ინტელექტი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი. ილია მენტალურად ძალიან სწრაფია და ძალიან ძლიერად ურტყამს“.
არგენტინელმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ის ილია თოფურიას ახალი მწვრთნელი გახდება, რათა მაქს ჰოლოუეუსთან ბრძოლამდე, მას კრივის უნარების გაუმჯობესებაში დაეხმაროს.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ.
თოფურიასთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება. „მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შედეგად მოიპოვა.
„ელ მატადორს“ MMA-ში გამართული თხუთმეტი ორთაბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.