საქართველოსთან მატჩის წინ - უკრაინას მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
ერთა ლიგის მორიგ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას პოლონეთში დაუპირისპირდება.
სერია ა-ს გასულ ტურში, ჯენოა ვენეციას დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. წაგების ფონზე კი ჯენოას უკრაინელი ფეხბურთელი რუსლან მალინოვსკი დაიმტვრა, რის შემდეგაც მან ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.
Notre ancien olympien Ruslan Malinovskyi ???????? a été victime d’une très grave blessure cet après-midi !! ????????
— ???????????????? (@Be_OM13) September 21, 2024
Nous te souhaitons un très bon rétablissement @malinovskyi18, courage à toi et reviens-nous vite sur les terrains !! ???? pic.twitter.com/jafcnliNZ4
ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის ნაკრები საქართველოს ერთ-ერთი მთავარი თავდამსხმელის გარეშე დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინისა და საქართველოს მატჩი 11 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.
ცნობისთვის, ერთა ლიგის ჯგუფს ორიდან ორი მოგებით და 6 ქულით საქართველო ლიდერობს. მეორე პოზიციას ალბანეთი იკავებს 3 ქულით. მესამე პოზიციაზე ასევე 3 ქულით ჩეხეთია, ხოლო უკრაინას 0 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე მოგვევლინა.