ჰანსი ფლიკი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

„ინაკი პენიასი გვჯერა“ - ფლიკი ტერ შტეგენის შემცვლელზე

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ესპანურ მედიასთან მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდმა მისი შემცვლელი შესაძლოა, არ დაიმატოს.

რას ამბობს ფლიკი:

„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ინაკი პენიამ თავი კარგად გამოიჩინა როგორც წინასასეზონო მზადების დროს, ასევე ვარჯიშებზეც. ის ყოველთვის მზადაა გუნდის დასახმარებლად, ჩვენ კი მასში დარწმუნებულები ვართ. ვნახოთ, რა იქნება“.

„ძალიან ახალგაზრდა გუნდი ვართ და ფეხბურთელებზე უნდა ვიზრუნოთ. ზეწოლას არ ვგრძნობთ და ინაკისთან ერთად მშვიდად ვართ“.

„დაგვჭირდება, თუ არა გამოცდილი მეკარის გაფორმება? სხვადასხვა ვარიანტები უნდა შევაფასოთ. როგორც გითხარით, ზეწოლას არ ვგრძნობთ და ვნახავთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები შემდგომში“.

პირველ რიგში, ამ საკითხს გუნდთან და დეკუსთან განვიხილავთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა კვირას, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ფეხბურთს მინიმუმ 8 თვით ჩამოშორდა. ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბი გერმანელის შემცვლელად ახალ მეკარეს შეიძენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები