გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდა ლა ლიგის ტურის სიმბოლურში მოხვდა

Whoscored-მა საქართველოს ნაკრების და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მეექვსე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

მამარდას „ვალენსიამ“ შინ „ჟირონა“ დაამარცხა, ქართველმა მეკარემ კარი მშრალად შეინახა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. Whoscored-მა მამარდას თამაში 7,37 ქულით შეაფასა.

სიმბოლურში მოხვდა „ვალენსიას“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, ხესუს ვასკესი (7,2).

 6 ტურის შემდეგ „ვალენსიას“ 4 ქულა აქვს და ამ დროისთვის მამარდას გუნდი სატურნირო ცხრილის მე-19 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს „ღამურები“ დღეს „ოსასუნას“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწორედ ამიტომ შეიძინა ლივერპულმა“ - მერსისაიდული გამოცემა მამარდას თამაშზე წერს
„სწორედ ამიტომ შეიძინა ლივერპულმა“ - მერსისაიდული გამოცემა მამარდას თამაშზე წერს