გურჯაანის დელტა, გიგი ფიროშვილი
Aa
Aa

გურჯაანიდან იტალიაში - 13 წლის გიგი ფიროშვილის უნიკალური ტრანსფერი

13 წლის კალათბურთელი, გიგი ფიროშვილი, იტალიის ქალაქ როზეტოში Rosetto Degli Abruzi-ის საკალათბურთო აკადემიაში ჩაირიცხა. ინფორმაციას გურჯაანის „დელტას“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიგი ფიროშვილმა მიიღო 6-წლიანი სრული დაფინანსება მიიღო. აღსანიშნავია, რომ კლუბის ისტორიაში ფიროშვილი ყველაზე ახალგაზრდა უცხოელი მოთამაშე იქნება.

ახალგაზრდა კალათბურთელის იტალიაში გადასვლას გურჯაანის „დელტას“ პრეზიდენტი, ზვიად ანთაძე გამოეხმაურა:

„ჩვენი - გურჯაანის დელტას აკადემიის (რომელიც არის სრულიად უფასო გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის) მიზანი არის, რაც შეიძლება მეტი პერსპექტიული და შრომისმოყვარე ახალგაზრდა აღმოვაჩინოთ და მივცეთ მათ შანსი გახდნენ არა მარტო პროფესიონალი კალათბურთელები, არამედ მიიღონ ევროპული განათლება და გამოცდილება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო  ჩვენს პარტნიორ სააგენტო GBM-ის გაწეული უდიდესი შრომისათვის. აქვე აღვნიშნავ, რომ სააგენტო  აკვირდება ჩვენს პერსპექტიულ მოთამაშეებს, რათა მიეცეთ მათ შემდგომი განვითარების საშუალება. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას რომელთან ერთადაც 2023 წელს ჩამოყალიბდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში კალათბურთის განვითარების გეგმა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილიც არის ბავშვთა უფასო აკადემია. ჩვენი მთავარი მიზანია პერსპექტიული ბავშვების აღმოჩენა და მათი განვითარება. და ბოლოს, მინდა აღვნიშნო რომ, 2024-25 წლის საკალათბურთო სეზონი ბევრი სიახლეებით იქნება სავსე“, - ამბობს ანთაძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები