მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ასე UFC-სთან ურთიერთობას გაიფუჭებს“ - ომალის რჩევა მერაბ დვალიშვილს

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ საკუთარ იუთუბ-არხზე მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ „მანქანა“ უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბზე უარს იტყვის, ის UFC-სთან ურთიერთობას გაიფუჭებს.

რას ამბობს ომალი:

„მერაბს შემიძლია ერთადერთი რჩევა მივცე - არ წავიდეს იმის წინააღმდეგ, რაც UFC-ის სურს. თუ UFC-ის სურს, რომ უმარს ებრძოლოს, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს. ბრძოლაზე უარი არ უნდა თქვას, სხვა შემთხვევაში, ის ორგანიზაციასთან ურთიერთობას გაიფუჭებს“.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალიმ ჩემპიონის ქამარი სწორედ მერაბ დვალიშვილთან ბრძოლაში მარცხის შემდეგ დათმო. დიდი ალბათობით, „მაქნანას“ მომდევნო მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ამას გავაკეთებ, ასე გამოვიჩენ პატივისცემას?!“ - უმარმა მერაბზე ისაუბრა
„თუ ამას გავაკეთებ, ასე გამოვიჩენ პატივისცემას?!“ - უმარმა მერაბზე ისაუბრა