ზურიკო დავითაშვილი, კრისტოფ დიუგარი
Aa
Aa

„ბორდოში სათადარიგოთა სკამის მოთამაშე იყო“ | დიუგარის კრიტიკა ზურიკოსა და სენტ-ეტიენს

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტოფ დიუგარიმ „სენტ ეტიენზე“ ილაპარაკა და კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა. დიუგარიმ ზურიკო დავითაშვილიც ახსენა და განაცხადა, რომ „მწვანეებს“ ქართველი შემტევი არ უნდა შეეძინათ.

„სენტ-ეტიენი გაიყიდა ხომ?! კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს და ესაა შემადგენლობა, რომელიც შეკრეს? ნიცასთან 0:8 წაგებულ მატჩში, სენტ-ეტიენის სასტარტო თერთმეტეულს ჩავხედე და სრული კატასტროფა იყო. მათ ბორდოდან ერთი ბიჭი აიყვანეს. დავითაშვილი თუ ვიღაც. ნიცასთან მატჩში ძირითადში იყო ფეხბურთელი, რომელიც ბორდოს სასტარტოში ვერ ხვდებოდა და ლიგა 2-ში სათადარიგოთა სკამის მოთამაშე იყო.  

როცა 8 გოლს უშვებ, ყველაფერი აშკარაა და ღრმა ზიანთან გვაქვს საქმე. სენტ-ეტიენს სათანადო დონის შემადგენლობა არ ჰყავს და მთელი სეზონის განმავლობაში პრობლემები ექნება. არ მესმის, როგორ შეიძლება, კლუბი გაიყიდოს და შემადგენლობის გაძლიერებაზე ფული არ დაიხარჯოს. გუნდში მოყვანილ ერთ ფეხბურთელსაც არ ვიცნობთ. ისინი ლიგა 2-ის ან ლიგა 1-ის ბოლო ადგილებზე მყოფი კლუბებიდან გაიფორმეს. ასეთი შემადგენლობით რას უნდა ველოდოთ?

მესმის, რომ გულშემატკივრებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ, მაგრამ ისინი მინდორზე არ იმყოფებიან. სენტ-ეტიენს კარგი შემადგენლობა არ ჰყავს და აბსოლუტურად არაფერია, რაც იმედს შეგვინარჩუნებს“.

ცნობისთვის, ლიგა 1-ის 5 ტურის შემდეგ, „სენტ-ეტიენის“ ანგარიშზე 3 ქულაა. „მწვანეებს“ 1 გოლი აქვთ გატანილი, მეტოქეებმა კი მათი კარი 15-ჯერ აიღეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ჩხუბზე ყველაზე ნაკლებად ვნერვიულობდი“ | რა თქვა ალჯომ მერაბის საჩემპიონო ბრძოლაზე
„ამ ჩხუბზე ყველაზე ნაკლებად ვნერვიულობდი“ | რა თქვა ალჯომ მერაბის საჩემპიონო ბრძოლაზე