გრანადა, გიორგი წიტაიშვილი, ფრან ესკრიბა
Aa
Aa

წიტაიშვილის გრანადას ახალი მწვრთნელი ჰყავს

გიორგი წიტაიშვილის „გრანადას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „გრანადას“ გამოცდილი ფრან ესკრიბა გაწვრთნის.

59 წლის ესკრიბამ სამწვრთნელო კარიერა „ელჩეში“ დაიწყო, სხვადასხვა დროს მუშაობდა „ხეტაფეში“, „ვილიარეალში“, „სელტასა“ და „სარაგოსაში“.

2012/13 წლების სეზონში ფრან ესკრიბამ „ელჩესთან“ ერთად ლა ლიგა 2 მოიგო და გუნდი უმაღლეს დივიზიონში დააწინაურა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „გრანადამ“ არადამაკმაყოფილებელი შედეგების ფონზე ზაფხულში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშნულ გილიერმო აბასკალთან კონტრაქტი გაწყვიტა.

6 ტურის შემდეგ გიორგი წიტაიშვილის გუნდი 6 ქულით ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზეა. 

„გრანადას“ თავკაცის რანგში ფრან ესკრიბას დებიუტი 29 სექტემბერს შედგება, როდესაც წიტაიშვილის გუნდი „ბურგოსს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრანადა მალაგას დაუზავდა, წიტაიშვილმა მარჯვენა გარემარბად ითამაშა
გრანადა მალაგას დაუზავდა, წიტაიშვილმა მარჯვენა გარემარბად ითამაშა