მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„პირველ, მესამე და მეხუთე რაუნდებს კომენტარის გარეშე უყურეთ“ | ომალის სჯერა, რომ მერაბს მოუგო

შონ ომალიმ საკუთარ პოდკასტში მერაბ დვალიშვილთან გამართულ ჩხუბზე ისაუბრა. „შუგა“ პოზიციას არ ცვლის და აცხადებს, რომ მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. მისი აზრით, „მანქანამ“ პირველი, მესამე და მეხუთე რაუნდები წააგო და გამარჯვება მას არ უნდა დარჩენოდა.

„სასაცილოა, როცა ამბობენ, რომ ჩემ გარშემო მყავს ადამიანები, რომლებიც ყველაფერში მეთანხმებიან. პირველ, მესამე და მეხუთე რაუნდებს ახლიდან, ყურადღებით, კომენტატორების ხმის გარეშე უყურეთ და მიხვდებით, რომ ყველა მოვიგე. მეორე და მეოთხე რაუნდები წავაგე, მაგრამ პირველ, მესამე და მეხუთე რაუნდებს ახლიდან უყურეთ“.

ცნობისთვის, დვალიშვილმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. მაიკ ბელმა „მანქანას“ ოთხი რაუნდი მისცა, კრის ლიმ და სალ დიამატომ კი - სამ-სამი. „შუგას“ დამარცხების შემდეგ, მერაბი მეორე ქართველია, ვინც UFC-ის ჩემპიონი გახდა და „მანქანა“ Pound-for-pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) მე-7 ადგილზე დამკვიდრდა.

საინტერესოა, რომ MMA-ის სამყაროში ცნობილი იუთუბერი, The MMA Guru, რომელიც მერაბს ხშირად აკრიტიკებს, ომალის პოზიციას იზიარებს. მან ვიდეო გამოაქვეყნა და დეტალურად ახსნა, „მანქანას“ გამარჯვება რატომ არ ეკუთვნოდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ამას გავაკეთებ, ასე გამოვიჩენ პატივისცემას?!“ - უმარმა მერაბზე ისაუბრა
„თუ ამას გავაკეთებ, ასე გამოვიჩენ პატივისცემას?!“ - უმარმა მერაბზე ისაუბრა