გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„ალისონს უპატივცემულოდ ექცევიან“ - ლივერპულის ყოფილი მწვრთნელი

„ლივერპულში“ მეკარეების ყოფილმა მწვრთნელმა, ჯონ ახტერბერგმა მერსისაიდულ სააგენტო LFC Transfer Room-თან საუბრისას გუნდის ამჟამინდელი მეკარის, ალისონის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრაზილიელ მეკარეს როგორც კლუბში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე უპატივცემულოდ ექცევიან.

რას ამბობს ახტერბერგი:

„ალისონი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მსოფლიოში საუკეთესო მეკარე იყო და მგონია, რომ ახლაც ასეა. ამას უფრო დაზუსტებით ვიძახი მას შემდეგ, რაც მისი მწვრთნელი აღარ ვარ და მის თამაშს გარედან ვუყურებ. ვფიქრობ, ალისონი მინიმუმ 2 წლის განმავლობაში კვლავ უმაღლეს დონეზე ითამაშებს. მგონია, რომ მის მიმართ უპატივცემულობას იჩენენ“.

„ჩემთვის გასაკვირია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ის იაშინის ჯილდოს ნომინანტებში ვერ ხვდება. მესმის, რომ უპირატესობას ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე მეკარეებს ანიჭებენ, მაგრამ პირველ წელს, ის ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მინიმუმ ათეულში ყოფნას მაინც იმსახურებდა. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ მონაწილეობს ამ სიის შედგენაში, მაგრამ ვფიქრობ, მათ მცირედითაც არ იციან მეკარის თამაშის შესახებ. უპატივცემულობაა, რომ ის არათუ ათეულში, არამედ ხუთეულშიც რომ არ შეიყვანეს“.

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ალისონ ბეკერი „ლივერპულს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, მის ადგილს კი გიორგი მამარდაშვილი დაიკავებს, რომელიც მერსისაიდულმა კლუბმა „ვალენსიადან“ ოფიციალურად, 35 მილიონ ევროდ შეიძინა. ქართველი მეკარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით კვლავ „ღამურებში“ ითამაშებს და „ლივერპულს“ 2025-2026 წლების სეზონის დასაწყისში შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაავიწყდათ, რომ თამაში ჰქონდათ და სასტუმროში დარჩნენ“ - ფედელემ კვარა და ლუკაკუ გააკრიტიკა
„დაავიწყდათ, რომ თამაში ჰქონდათ და სასტუმროში დარჩნენ“ - ფედელემ კვარა და ლუკაკუ გააკრიტიკა