მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

„ამ ჩხუბზე ყველაზე ნაკლებად ვნერვიულობდი“ | რა თქვა ალჯომ მერაბის საჩემპიონო ბრძოლაზე

მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარმა და UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა „მანქანისა“ და შონ ომალის სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა. „ალჯო“ გამოეხმაურა „შუგას“ განცხადებას, თითქოს მან პირველი, მესამე და მეხუთე რაუნდები მოიგო და აღნიშნა, რომ მსაჯებს ომალისთვის მაქსიმუმ ერთი რაუნდის მიცემა შეეძლოთ.

„ეს იყო მერაბის ჩხუბი, რომელზეც ყველაზე ნაკლებად ვნერვიულობდი და ვიცოდი, რა მოხდებოდა. ომალი კარგი მებრძოლია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საშუალებას აძლევ, მიიღოს ის, რაც უნდა. საუბარი კონტრშეტევებზე მაქვს. თუ ომალის წინააღმდეგ მოთმინების უნარს გამოიჩენ, შეტევებს მას დააწყებინებ და კონტრშეტევებზე შენ გადახვალ, ისეთივე სახიფათო და ძლიერი აღარაა.

ომალისთან ჩხუბისას ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო და კონცენტრაცია არ დაკარგო. მერაბს ვუთხარი ეჩხუბა ისე, როგორც ომალის პირველ რაუნდში ვეჩხუბე. ძალიან მიხარია, რომ დვალიშვილმა ასეთი საოცარი გამოსვლა აჩვენა და ოცნება აიხდინა. რომელი იყო ჩემი ფავორიტი მომენტი მისი და ომალის ჩხუბიდან? მერაბის კოცნები ყველაზე კარგად დამამახსოვრდა, მეორე ადგილზე კი არის მომენტი, როცა დვალიშვილი ღობეზე აძვრა და საჩემპიონო ქამარი აღმართა.

რა აზრის ვარ ომალის განცხადებაზე, რომ პირველი, მესამე და მეხუთე რაუნდები მოიგო? არ ვიცი, ხუმრობს თუ სერიოზულად ლაპარაკობს, მაგრამ ორთაბრძოლას საკუთარი თვალით ვუყურე და ვფიქრობ, ზემოთ ხსენებული ყველა რაუნდი წააგო. ერთადერთი, რომელიც შეიძლება, რომ ომალისთვის მიეცათ, მეხუთე იყო, რადგან მერაბს კორპუსში მტკივნეული დარტყმები მიაყენა“.

ცნობისთვის, ომალის განცხადებას, რომ პირველი, მესამე და მეხუთე რაუნდები მოიგო, დვალიშვილმა სოციალურ ქსელში, სასაცილო ვიდეოთი უპასუხა და „შუგას“ მოუწოდა, მოწევა შეწყვიტოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ამას გავაკეთებ, ასე გამოვიჩენ პატივისცემას?!“ - უმარმა მერაბზე ისაუბრა
„თუ ამას გავაკეთებ, ასე გამოვიჩენ პატივისცემას?!“ - უმარმა მერაბზე ისაუბრა