ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

Marca: ვინისიუსმა უკვე იცის, რომ ოქროს ბურთს მიიღებს

ოქროს ბურთს წელს ვინისიუს ჟუნიორი მიიღებს - ესპანური Marca-ს ცნობით, ბრაზილიელს უკვე შეატყობინეს, რომ წელს ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზის მფლობელი ის გახდება.

2023/24 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიას France Football-ი 28 ოქტომბერს ჩაატარებს.

გასულ სეზონში ვინისიუსმა „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. 49 მატჩში მან 26 გოლი გააკეთა და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიიდან ორ დღეში კომპანია Nike მადრიდის მთავარ ქუჩაზე მაღაზიას გახსნის, სადაც სპეციალურად ვინისიუსისთვის შექმნილ ოქროსფერ ბუცებს წარადგენს.

წელს ოქროს ბურთის მოგების კანდიდატთა 30-კაციანი სია ასე გამოიყურება:

ჯუდ ბელინგემი (რეალი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ფედერიკო ვალვერდე (რეალი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი) , ნიკო უილიამსი (ატლეტიკი), გრანიტ ჯაკა (ლევერკუზენი), არტემ დოვბიკი (ჟირონა / რომა), ტონი კროოსი (მადრიდის რეალი, კარიერა დაასრულა), ვინისიუს ჟუნიორი (მადრიდის რეალი), დანი ოლმო (ლაიფციგი / ბარსელონა), ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი), მარტინ ოდეგორი (არსენალი), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი / რომა).

როდრი (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ბაიერნი), დეკლან რაისი (არსენალი), ვიტინია (პსჟ), კოულ პალმერი (ჩელსი), დანიელ კარვახალი (რეალი), ლამინ იამალი (ბარსელონა), ბუკაიო საკა (არსენალი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), უილიამ სალიბა (არსენალი), კილიან მბაპე (პსჟ/რეალი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ადემოლა ლოუკმენი (ატალანტა), ანტონიო რუდიგერი (რეალი), ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - მამარდაშვილი ლევ იაშინის ჯილდოს ნომინაციაზეა წარდგენილი
ოფიციალურად - მამარდაშვილი ლევ იაშინის ჯილდოს ნომინაციაზეა წარდგენილი