მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„თუ ამას გავაკეთებ, ასე გამოვიჩენ პატივისცემას?!“ - უმარმა მერაბზე ისაუბრა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და მერაბ დვალიშვილის პოტენციურმა მეტოქემ, უმარ ნურმაგომედოვმა ჰენრი სეხუდოს პოდკასტში სტუმრობის დროს ქართველი „მანქანის“ განცხადებას უპასუხა, რომელიც მის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას უკავშირდება.

რას ამბობს უმარ ნურმაგომედოვი:

„რატომ საუბრობს დვალიშვილი უპატივცემულობაზე? იმიტომ რომ მასთან ბრძოლა მინდა. არ ვიცი, რას ნიშნავს მისთვის სიტყვა პატივისცემა. თუ ახლა ვიტყვი, რომ მასთან ჩხუბი არ მინდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მას პატივს ვცემ? დივიზიონში მარტო რომ დავტოვო და ჩემპიონად დარჩეს, სანამ პენსიაზე გასვლას არ მოინდომებს, ეს იქნება პატივისცემა? თუ ასეა, მაშინ ძალიან ვწუხვარ. ამის შემდეგ აღმოჩნდება, რომ პატივს ნამდვილად არ გცემ“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჰენრი სეხუდოსთან გამარჯვების შემდეგ, მასთან გასახდელში უმარ ნურმაგომედოვი შევიდა და გამარჯვება მიულოცა, თუმცა, სინამდვილეში რუს მებრძოლს მისი გამოწვევა სურდა და შედეგად, „მანქანამ“ ნურმაგომედოვი უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

ასევე, მერაბ დვალიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უმარს საჩემპიონო ბრძოლა ჯერ არ დაუმსახურებია, თუმცა, ვარაუდობს, რომ UFC მომდევნო მეტოქედ მაინც რუს მებრძოლს შესთავაზებს.

ქართველი „მანქანა“ UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი 15 სექტემბერს, UFC 306-ზე გახდა. მერაბ დვალიშვილმა ყოფილი ჩემპიონი, შონ ომალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტასმანიური ეშმაკია“ | UFC-ის ყოფილი ჩემპიონი დვალიშვილს აქებს
„ტასმანიური ეშმაკია“ | UFC-ის ყოფილი ჩემპიონი დვალიშვილს აქებს