ვინისიუს ჟუნიორი, პაკო როჩი
Aa
Aa

„ნამდვილი ნეხვის გროვაა“ - ვალენსიას ექს-პრეზიდენტი ვინისიუსზე

რამდენიმე დღის წინ ვინისიუს ჟუნიორმა ესპანეთი რასისტულ ქვეყანად მოიხსენია და ფიფას ურჩია ამ სახელმწიფოს 2030 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება ჩამოართვას. ასეთი განცხადების შემდეგ „რეალის“ ბრაზილიელი ლეგიონერი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა და მასზე კარგს იშვიათად რომ ვინმე ამბობდეს.

რა გასაკვირია, რომ ამ მხრივ არ გამოირჩევა „ვალენსიას“ ყოფილი პრეზიდენტი პაკო როჩი, რომელიც კლუბს სწორედ მაშინ ხელმძღვანელობდა, როდესაც „მესტალიაზე“ ვინისიუსსა და ადგილობრივ ინჩასებს შორის მომხდარი გაუგებრობის გამო, თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა, მოგვიანებით კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ის ტრიბუნა, საიდანაც სამეფო კლუბის ერთ-ერთ ლიდერს შეურაცხყოფას აყენებდნენ, რამდენიმე მატჩით დახურა. სწორედ ის დღე გაიხსენა როჩმა და ვინისიუს ჟუნიორს შეურაცხყოფა მიაყენა.

რას ამბობს როჩი

ყველაფერი კარგად მახსოვს - ვინისიუსი მატჩის ბოლოს სარეკლამო ბანერთან მივიდა და ქომაგებს დაუყვირა: „თქვენ მე ძაღლის შვილი დამიძახეთ“. მაშინ თამაშს შვილთან და შვილიშვილთან ერთად ვესწრებოდი და შვილიშვილს ვკითხე: „ალფონსიტო, რას უყვირიან გულშემატკივრები მას?“ მან მიპასუხა: „ისინი ვინისიუსს სულელს ეძახიან“. ვიფიქრე, რომ ბავშვმა ვერ გაიგო და ვინისიუსს მართლა იმას ეძახდნენ, რის გამოც ჩიოდა, მაგრამ ჩემმა შვილმაც დამიდასტურა, რომ ქომაგები მას არა მაიმუნს, არამედ სულელს უწოდებდნენ.

ამ ყველაფრის შემდეგ რა მოხდა? ვითომ შეურაცხყოფილი ვინისიუსი ფანებისკენ დაიძრა და უყვირა მათ: „თქვენი გუნდის ადგილი სეგუნდადივიზიონშია“. მოგვიანებით, ბრაზილიელს წითელი ბარათი გაუუქმეს, ჩვენი სტადიონის ტრიბუნა კი ორი თუ სამი თამაშით დახურეს.

შეიძლება ის შესანიშნავი ფეხბურთელია და პირადად მე მართლაც ასეთად მივიჩნევ, მაგრამ როგორც ადამიანი ნამდვილი ნეხვის გროვაა. სულ არბიტრებთან წუწუნებს და ცდილობს თავი დაჩაგრულად მოგვაჩვენოს. სამხრეთ ამერიკაში 20-ჯერ თუ 30-ჯერ ვყოფილვარ და იქაურ მაცხოვრებლებს ვცდილობ სულ მოწიწებით ვექცევი, ის კი ესპანეთს და ესპანელებს აკრიტიკებს.

რამდენად შორს შეტოპავს ვინისიუსი ესპანეთის გაკრიტიკების თვალსაზრისით, რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ მის მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანების რაოდენობა სულ უფრო იმატებს, რაც ბუნებრივია ბრაზილიელს ლა ლიგაში მაღალ დონეზე ასპარეზობის გაგრძელებაში ხელს გარკვეულწილად შეუშლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: ახალი კროოსი და ახალი როლები | ანჩელოტი ტაქტიკას ცვლის
ანალიზი: ახალი კროოსი და ახალი როლები | ანჩელოტი ტაქტიკას ცვლის