საბა კვერკველია
Aa
Aa

კვერკველიას სადებიუტო - დინამო ბათუმი 9 ტურია ვერ იგებს

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 25-ე ტური იმ გუნდების შეხვედრით დაიხურა, რომლებიც წინა სეზონებში ოქროს მედლებისთვის ბრძოლის მთავარი კანდიდატები იყვნენ, წელს კი საჩემპიონო რბოლაში არც ერთი მათგანი აღარ მონაწილეობს. ბათუმში ადგილობრივმა „დინამომ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და მატჩში საბრძოლო ფრე 1:1 დაფიქსირდა, რომელიც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე არც ერთ და არც მეორე კლუბს არ აწყობდა.

28-ე წუთზე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები ონორე გომისის ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით ანგოლელმა ლეგიონერმა მარიო ბალბურდიამ დააწინაურა, რომლისთვისაც ეს „დინამო ბათუმის“ რიგებში სადებიუტო გოლი გახლდათ. ბალბურდიას სადებიუტო ბურთის გატანაში არც საბა კვერკველია ჩამორჩა - საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა 81-ე წუთზე საბა ხარებაშვილის ჩაწოდების შემდეგ წონასწორობა აღადგინა, იქამდე კი სათადარიგოთა სკამზე მყოფ მასპინძელთა გუნდის ერთ-ერთ წარმომადგენელს სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო.

ოცდახუთი ტურის შემდეგ 36 ქულით „დინამო ბათუმი“ მეოთხე ადგილზეა და მესამეზე მყოფ „იბერიას“ უკვე 12 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება „დინამო თბილისს“, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 28 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს და პლეი აუტის ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასისტი და ავტოგოლი | კვირკველიას ალ ახდუდმა მესამეადგილოსანი ალ აჰლი დაამარცხა
ასისტი და ავტოგოლი | კვირკველიას ალ ახდუდმა მესამეადგილოსანი ალ აჰლი დაამარცხა