ანდრეი შევჩენკო, ხრისტოსტომოს გაგაცისი
Aa
Aa

ბერძნები რუსების დაშვებას ითხოვდნენ - უეფამ  ვერდიქტი ძალაში დატოვა

გასულ კვირაში საფრანგეთში უეფას წევრი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნების ყოველწლიურ შეკრებაზე უამრავი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორის იყო რუსეთის ასაკობრივი ნაკრები გუნდების ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ეგიდით გამართულ ტურნირებზე დაბრუნება, მაგრამ საბოლოო ჯამში კომისიამ ორი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და რუსული ფეხბურთი კვლავ იზოლაციაში დარჩა.

ამ საკითხთან დაკავშირებით წინადადება საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხრისოსტომოს გაგაცისმა წამოაყენა, რომელსაც მხარს ბოსნია-ჰერეცეგოვინის, მონტენეგროს, ყაზახეთის, რუსეთისა და ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები უჭერდნენ. თუმცა, ყოველივე ამის შემდეგ, დამსწრეებს საკმაოდ ემოციური და ამავდროულად რადიკალური განცხადებით უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომ მიმართა, რის შემდეგაც რუსეთის ასაკობრივი ნაკრებების დაშვება საბოლოოდ გამოირიცხა.

რატომ დაიწყო გაგაცისმა რუსული ფეხბურთის ლობირება? ამის თაობაზე მედიის წარმომადგენლები ბუნებრივია დაინტერესდნენ და პასუხი მალევე იპოვეს - ეს ადამიანი 2024 წლის ივლისამდე, ანუ სანამ ამ პოსტზე აირჩევდნენ, „პაოკის“ გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა, რომელსაც ივან სავიდის სახით რუსი მფლობელი ჰყავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერბეთის შემდეგ პარაგვაი | რუსეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
სერბეთის შემდეგ პარაგვაი | რუსეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს