მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ჰერბ დინი
Aa
Aa

„ჰერბ დინს მერაბისთვის ქულა უნდა დაეკლო“ - ცნობილი მსაჯის კრიტიკა

ცნობილმა MMA-ის მსაჯმა, ჯონ მაკკარტიმ მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლის ოქტაგონის მსაჯი, ჰერბ დინი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას მერაბისთვის ქულები უნდა დაეკლო.

საქმე ეხება მეორე რაუნდის ბოლოს, ქართველი „მანქანის“ ქმედებას. რაუნდის დასრულებამდე მერაბმა შონ ომალის მხარზე აკოცა, ჰერბ დინმა კი ბრძოლა შეაჩერა და მებრძოლები ოქტაგონის ცენტრში დააბრუნა. ჯონ მაკკარტი აღნიშნავს, რომ მერაბ დვალიშვილისგან ეს არასპორტული საქციელი იყო და ჰერბ დინს ქართველი უნდა დაესაჯა.

რას ამბობს მაკკარტი:

„ერთხელ ვიყავი ისეთი ბრძოლის მსაჯი, სადაც მებრძოლმა სხვა მებრძოლს აკოცა. ვუყურებდი და უცბად აკოცა. ბრძოლა მაშინვე გავაჩერე, მივედი მებრძოლთან და ვკითხე - „რას აკეთებ?“ ერთი წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ აკოცა. მას ორი ქულა დავაკელი. მან ის გააკეთა, რაც ჩვენი სპორტის ნაწილი არ იყო, არავის უთხოვია ამის გაკეთება და არც არავის უნდოდა, რომ ეს გაეკეთებინა“.

„როდესაც მერაბისა და „შუგას“ ბრძოლის დროს ეს მოხდა, ჰერბი გაურკვევლობაში იყო, მოდით, გულწრფელები ვიყოთ. მას კატეგორიული გადაწყვეტილება მიეღო - ან მკაცრი გაფრთხილება უნდა მიეცა, ან პირდაპირ ქულა უნდა დაეკლო. ეს არასპორტული საქციელი იყო და ქულების დაკლებას ნამდვილად იმსახურებდა, მაგრამ ჰერბმა ისინი ოქტაგონის ცენტრში დააბრუნა“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი UFC 306-ზე დაამარცხა და ორგანიზაციის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გენიოსია, მაგრამ ერთი ცუდი თვისება აქვს“ - ცნობილი მწვრთნელი მერაბზე საუბრობს
„გენიოსია, მაგრამ ერთი ცუდი თვისება აქვს“ - ცნობილი მწვრთნელი მერაბზე საუბრობს