კრიშტიანუ რონალდუ, ანტონიო კასანო
Aa
Aa

კასანო: „რონალდუმ ფეხბურთის თამაში არ იცის“

კარიერის დასრულების შემდეგ ანტონიო კასანო სხვადასხვა ტელევიზიებში სპორტულ გადაცემებში სტუმრის ამპლუაში ხშირად არის და მუდამ ისეთ მოსაზრებებს გამოთქვამს, რომელიც დიდ რეზონანსს იწვევს. „ფანტანტონიომ“ ტრადიცია ამჯერადაც არ დაარღვია და შეურაცხყოფა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს მიაყენა.

რას ამბობს კასანო კრიშტიანუზე

სულ რომ 3000 ათასი გოლი გაიტანოს, მე ჩემს მოსაზრებას არ შევიცვლი და ყოველთვის ვიტყვი, რომ რონალდუმ ფეხბურთის თამაში არ იცის. 90 წუთის განმავლობაში იმაზე ფიქრობს გოლი როგორ გაიტანოს. იგუაინს, აგუეროს, ბენზემას, ლევანდოვსკის, იბრაჰიმოვიჩსა და სუარესს ბევრი მასზე დაბალი კლასის მოთამაშეებად მიიჩნევს, მაგრამ იცით ეს ბიჭები კრიშტიანუს რატომ აღემატებიან? გუნდისთვის ბევრს აკეთებენ და პირად ინტერესებს როდესაც საჭიროა გვერდზე გადადებენ.

შეგახსენებთ, რომ სოლიდურ საფეხბურთო ასაკში ყოფნის მიუხედავად, 39 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი საუდის არაბეთის ჩემპიონატში ძველებური შედეგიანობით ასპარეზობს და წლევანდელ სეზონში გამართული რვა მატჩიდან შვიდში მოედანი გატანილი გოლის გარეშე არ დაუტოვებია.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლა მართალია, სტატისტიკის მხრივ ჰოლანდი ნამდვილად მესისა და რონალდუს დონეზეა
გუარდიოლა მართალია, სტატისტიკის მხრივ ჰოლანდი ნამდვილად მესისა და რონალდუს დონეზეა