მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - სალია ნიუკასლში გადასვლასთან ახლოსაა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბ „დინამო თბილისისა“ და საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი, ვახო სალია კარიერას დიდი ალბათობით, ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „ნიუკასლში“ გააგრძელებს.
„კრისტალსპორტის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელის გარემოცვასა და ინგლისურ კლუბს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა, თუმცა, შეთანხმება მიღწეული ჯერჯერობით, არ არის.
სავარაუდოდ, სალია თავდაპირველად „კაჭკაჭების“ ასაკობრივ გუნდებში ითამაშებს და მთავარ გუნდში მოხვედრის შანსიც ექნება.
შეგახსენებთ, რომ ვახო სალია თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2023 წელს ჰქონდა. 17 წლის შემტევმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, საქართველოს თასსა და კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპზე „დინამოს“ მაისურით 29 მატჩი ჩაატარა და თავი 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.