დადასტურდა - როდრიმ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა
მანჩესტერ სიტისა და არსენალის მატჩის დროს, როდრიმ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, დადგინდა, რომ ესპანელ ნახევარმცველს ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი, რის გამოც დარჩენილ სეზონს გამოტოვებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს და გვამცნობს, რომ როდრი მანჩესტერ სიტის მინიმუმ 33 თამაშს გამოტოვებს. დღევანდელ დღემდე, მას მთლიან კარიერაში მხოლოდ 8 მატჩი ჰქონდა გამოტოვებული. ეს კი პეპ გუარდიოლასთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს.
Rodri has only ever missed eight games due to injury for both club and country throughout his entire career.
— ESPN UK (@ESPNUK) September 23, 2024
He will now miss the remaining 33 games of the Premier League season with an ACL injury ???? pic.twitter.com/Rzj3QGOyVr
ესპანელ სპეციალისტს, არაერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი, რომ როდრი მისი ტაქტიკის ფუნდამენტური წევრია. მის გარეშე კი ქალაქელებს ასეთ გრძელ და დამღლელ სეზონში ძალიან გაუჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი პრობლემა შეექმნა მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, რომელმაც ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და მისთვის სეზონი დასრულებულია.
ცნობისთვის, მანჩესტერ სიტისა და არსენალის დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. ქალაქელებმა ერთი ქულის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს.