გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„სწორედ ამიტომ შეიძინა ლივერპულმა“ - მერსისაიდული გამოცემა მამარდას თამაშზე წერს

„ვალენსიასა“ და „ჟირონას“ მატჩში, გიორგი მამარდაშვილის კარგმა თამაშმა მერსისაიდული მედიის ყურადღება დაიმსახურა და ქართველი მეკარის შესახებ დღეს „ლივერპულთან“ დაახლოებულმა სააგენტო This is Anfield-მა დაწერა, რომელმაც 23 წლის კიპერის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

რა წერია გამოცემის სტატიაში:

შაბათს, „ლივერპულის“ სათადარიგო მეკარე ხელმძღვანელებისადმი შთაბეჭდილების მოხდენის შანსს იყენებდა, თუმცა, პარალელურად წითლების მომავალი მეკარე თავის შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ აჩვენებდა.

გიორგი მამარდაშვილმა, „ვალენსია“ „ჟირონას“ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 2:0 მოიგო, MVP-ის წოდება დაიმსახურა. მიმდინარე სეზონში, მან ეს ჯილდო უკვე მეორედ მიიღო.

ქართველმა მეკარემ თვალისმომჭრელი სეივების სერია გამოაცხო და სტატისტიკურ პორტალ FotMob-სგან შთამბეჭდავი - 8.3 რეიტინგი დაიმსახურა. ამ დროისთვის, ამ სეზონში ეს მისი ყველაზე მაღალი შეფასებაა.

ქართველის ასეთი თამაშის გამო, გასაგებია, თუ რატომაც შეიძინა „ლივერპულმა“ მამარდაშვილი 29 მილიონ ფუნტად წინასწარ. იმედია, ქართველი მეკარე მომდევნო სეზონიდან ამ საკვანძო პოზიციაზე მერსისაიდელების გრძელვადიან მომავალს უზრუნველყოფს, რადგან ამ პოზიციაზე მაღალი დონის მეკარეები ნამდვილად რთულად ხელმისაწვდომები არიან.

იმის მიუხედავად, რომ მამარდაშვილის მოსვლის შემდეგ, დიდი ალბათობით, კელეჰერი კლუბს დატოვებს, არნე სლოტისთვის დიდი ფუფუნება იქნება გუნდში ასეთი მაღალი დონის მეკარეების ყოფნა.

ლა ლიგის მე-6 ტურში, „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „ჟირონა“ 2:0 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, გიორგი მამარდაშვილმა კი ამ სეზონში პირველად შეძლო კარის მშრალად შენახვა. ქართველმა მეკარემ კატალონიელთა წინააღმდეგ 3 დარტყმა მოიგერია და შეხვედრის დასრულების შემდეგ MVP-ის სტატუსიც დაიმსახურა.

„ლივერპულმა“ მამარდაშვილი „ვალენსიადან“ 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და ერთი სეზონით იჯარის წესით კვლავ „ღამურების“ შემადგენლობაში დატოვა. ქართველი მეკარე მერსისაიდულ კლუბს მომდევნო სეზონიდან შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
17 სეივი პანათინაიკოსთან - გუგეშაშვილის სუპერმატჩი საბერძნეთში
17 სეივი პანათინაიკოსთან - გუგეშაშვილის სუპერმატჩი საბერძნეთში