თორნიკე შენგელია,
Aa
Aa

„ჩინებულ ფორმას ინარჩუნებს“ - შენგელია ერთადერთი ნათელი წერტილი იყო

ბოლო სამ სეზონში „ვირტუსი“ იტალიის სუპერ თასის გათამაშებაში იმარჯვებდა, თუმცა წელს თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და „ოლიმპია მილანოსთან“ ოვერტაიმში დამარცხდნენ. წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრების 31 წლის კაპიტანი არავის გაუკრიტიკებია, რადგან ის ამჯერადაც გუნდის ლიდერი იყო, რაც eurohoops-ის შეფასებაშიც წერია.

როგორ ახასიათებენ შენგელიას

ახლა მხოლოდ სეზონის სტარტია, მაგრამ სხვა კალათბურთელებისგან განსხვავებით, თორნიკე შენგელიას ცუდ ფორმაში ყოფნის არაფერი ეტყობა. ის ჩინებულ კონდიციებშია და ლამის ყოველ მატჩში ამტკიცებს, თუ როგორი მაღალი კლასის კალათბურთელია.

„ოლიმპია მილანოსთან“ წაგებული შეხვედრის შემდეგ ბოლონიელთა დამრიგებელმა ლუკა ბანკიმ აღნიშნა, რომ მას ჰყავს კლუბი, რომელიც ნებისმიერ დროს ბოლომდე იბრძოლებს. პირადად ჩვენთვის კი ბოლომდე ბრძოლის მაგალითად შენგელიას ასპარეზობა ითვლება.

ცნობისათვის, იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშება თვის ბოლოს დაიწყება და შენგელიას და მისი თანაგუნდელების პირველი მეტოქე 29 სექტემბერს „ტრაპანი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას აღიარება - საუკეთესო ფორვარდი და სიმბოლური ნაკრები
შენგელიას აღიარება - საუკეთესო ფორვარდი და სიმბოლური ნაკრები