გიორგი ქოჩორაშვილი, იაგობა არასატე
Aa
Aa

„ქოჩორაშვილი მჭირდება“ - მალიორკას მწვრთნელი კატეგორიულია

რამდენიმე დღის წინ ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც გიორგი ქოჩორაშვილის დამატება „მალიორკას“ ხელმძღვანელებს სურდათ, თუმცა მას შემდეგ ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერის სრულყოფისთვის ბალეარული კლუბის ხელმძღვანელებს ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ, რითაც როგორც ჩანს, მთავარი მწვრთნელი საშინლად უკმაყოფილოა და საკუთარი პრეტენზიების საჯაროდ გამოთქმასაც არ ერიდება.

Elgoldigital.com-ის ცნობით, გუშინ, „მალიორკას“ დირექტორთა საბჭოს წევრების სხდომა შედგა, რომელსაც იაგობა არასატეც დაესწრო და აქციონერებისგან კატეგორიულად მოითხოვა ქოჩორაშვილის ტრანსფერის განხორციელებისთვის ფინანსების გამოყოფა. „ლევანტე“ ნახევარდაცვის ერთ-ერთ ლიდერს 5 მილიონ ევროდ აფასებს, რისი გადახდის საშუალებაც ბალეარელებს არ აქვთ და ახლა გამოსავლის ძიებაში არიან. არასატე თვლის, რომ „ქოჩორას“ დამატების შემთხვევაში, პორტუგალიელი სამუ კოშტა დაცვითი ფუნქციების შესრულებისგან შედარებით გათავისუფლდება, ომარ მასკარელს კი შუა ხაზში სოლიდური პარტნიორი გამოუჩნდება. „მალიორკას“ მთავარი მწვრთნელი ქართველს ახასიათებს უნივერსალ მოთამაშედ, რომელსაც როგორც მოწინააღმდეგე გუნდის იერიშების ჩაშლა, ასევე საკუთარი კლუბის შეტევების ორგანიზება კარგად ეხერხება.

ექვსი თამაშის შემდეგ „მალიორკას“ 8 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას დღეს სტუმრად „ბეტისთან“ გამართავს. რაც შეეხება ქოჩორაშვილის ამჟამინდელ გუნდს, „ლევანტე“ სეგუნდადივიზიონში 11 ქულით მე-5 პოზიციაზეა და ლიდერ სანტანდერის „რასინგს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვნახეთ მისი გოლები, ფანტასტიკურ დონეზეა“ - ლევანტეს თავკაცი ქოჩორაზე
„ვნახეთ მისი გოლები, ფანტასტიკურ დონეზეა“ - ლევანტეს თავკაცი ქოჩორაზე