რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, ენრიკო ფედელე, ტეუმ კოპმეინერსი
Aa
Aa

„დაავიწყდათ, რომ თამაში ჰქონდათ და სასტუმროში დარჩნენ“ - ფედელემ კვარა და ლუკაკუ გააკრიტიკა

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო სპეციალისტმა და ძმები კანავაროების ყოფილმა აგენტმა, ენრიკო ფედელემ იტალიურ მედიის ეთერში „იუვენტუსთან“ თამაშის გამო ხვიჩა კვარაცხელია და რომელუ ლუკაკუ გააკრიტიკა.

რას ამბობს ფედელე:

„კვარაცხელია ზარმაცია? არა, „იუვენტუსთან“ უფრო უარესი იყო. ლუკაკუს და კვარას დაავიწყდათ, რომ თამაში 8 საათზე იწყებოდა და სასტუმროში დარჩნენ, ისინი მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ მოედანზე იყვნენ, როცა თამაშის დაწყებიდან 30 წუთი გავიდა“.

„ახლა მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს: ეს ფეხბურთელები დიდი გუნდების წინააღმდეგაც შეძლებენ განსხვავების შექმნას, თუ ამას მხოლოდ პატარა გუნდების წინააღმდეგ აკეთებენ? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გუნდს ისინი სასტუმროში დარჩა... იმავეს ვიტყოდი ვლაჰოვიჩზეც. იუვენტუსიდან მან ვერაფერი გააკეთა და ასევე, თავისი როლიდან ამოვარდნილი იყო კოპმეინერსიც“.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. მომდევნო ტურში „პარტენოპეი“ საკუთარ მოედანზე „მონცას“ მიიღებს, „იუვენტუსი“ კი სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლიონი 10-კაციან მარსელთან ბოლო წუთზე დამარცხდა | მიქაუტაძემ 67-ე წუთიდან ითამაშა
ლიონი 10-კაციან მარსელთან ბოლო წუთზე დამარცხდა | მიქაუტაძემ 67-ე წუთიდან ითამაშა