ბარსელონა, ვოიცეხ შჩესნი, კლაუდიო ბრავო, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

კლაუდიო ბრავო: “თუ ბარსას დავჭირდები, მზად ვარ კარიერა განვაახლო“

როგორც მოგეხსენებათ, ტერ შტეგენმა მარჯვენა მუხლის მყესი გაიწყვიტა და ამის გამო 8 თვეს გამოტოვებს.

კატალონიური გრანდი ინაკი პენიას იმედზე დარჩენას არ აპირებს და ახალი მეკარის მოძიება დაიწყო.

სულ ცოტა ხნის წინ, ბლაუგრანას ყოფილმა მეკარემ კლაუდიო ბრავომ განაცხადა, რომ მზად არის კარიერა განაახლოს, თუ მას ბარსელონადან შეთავაზება ექნება.

ბრავო:

„თუ ბარსელონას დავჭირდები, მზად ვიქნები კარიერის განახლებისთვის.“

შეგახსენებთ, რომ ჩილელი ყოფილი ფეხბურთელი ბარსელონას რიგებში 2014/2017 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 75 მატჩში მიიღო მონაწილეობა. კარიერა კი 2023 წელს ბეტისში დაასრულა.

ასევე გეტყვით, პოლონური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ კანდიდატი ვოისეხ შჩესნია, რომელმაც კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის, ბარსელონას მხოლოდ ისეთი ფეხბურთელის დამატება შეუძლია, რომელიც თავისუფალი აგენტია, ან კარიერა აქვს დასრულებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კუკურეიას ხელი“ – 2 თვის შემდეგ, უეფას მსაჯთა კომიტეტმა შეცდომა აღიარა
„კუკურეიას ხელი“ – 2 თვის შემდეგ, უეფას მსაჯთა კომიტეტმა შეცდომა აღიარა