ტრავმის გამო, მერეტი 1 თვეს გამოტოვებს
„იუვენტუსთან“ მატჩის დროს მიღებული ტრავმის გამო, „ნაპოლის“ მეკარე, ალექს მერეტი დაახლოებით 1 თვეს ვერ ითამაშებს.
27 წლის იტალიელმა დაზიანება პირველ ნახევარში მიიღო, რის შემდეგაც კარში 23 წლის ელია კაპრილე ჩადგა.
კლუბის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მერეტს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ გოლკიპერს მარცხენა ბარძაყის კუნთის მეორე ხარისხის დაზიანება აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. მომდევნო ტურში „პარტენოპეი“ საკუთარ მოედანზე „მონცას“ მიიღებს, „იუვენტუსი“ კი სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება.
ხუთი ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ აქტივში 10 ქულაა და პიემონტში დაკარგული ქულების შემდეგ, კლუბმა წინა ტურში მოპოვებული ლიდერობა დაკარგა.