„მჯერა, რომ კონტემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო“ - კაპელომ კვარა-ლუკაკუს შეცვლაზე ისაუბრა
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა და „იუვენტუსის“ ყოფილმა დამრიგებელმა, ფაბიო კაპელომ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუს დროს „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი შეაფასა და მწვრთნელების ქმედებებზე ისაუბრა.
რას ამბობს კაპელო:
„პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, მოტამ დუშან ვლაჰოვიჩი გაიყვანა და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ისე ჩანდა, რომ სერბი ფეხბურთელი დავალებას აცდენილი იყო. დუშანი აშკარად აცდენილია მოტას მხედველობას, რითაც მან „ბოლონიაში“ გადატრიალება მოახდინა. ვლაჰოვიჩი საჯარიმოების ფორვარდია და არა ფლეიმეიკერი“.
„რაც შეეხება კონტეს, მისი გადაწყვეტილება გაბედული იყო, რაც თამაშის დასრულებამდე 20 წუთზე ნაკლებ დროში ლუკაკუსა და კვარაცხელიას შეცვლას გულისხმობს. მჯერა, რომ ანტონიო მართალი იყო, რადგან თუ შეტევითი სამეული შედეგს არ გაძლევს და თამაში უჭირს, მაშინ უმჯობესია რაღაცის შეცვლა“.
„ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ როგორ ქრება ლუკაკუ მაღალი დონის დაცვის წინააღმდეგ. ბრემერმა და მისმა თანაგუნდელებმა ის ძალიან მარტივად გაანეიტრალეს“.
„პირველ ნახევარში „ნაპოლი“ ცდილობდა, რომ წარმატებას მაკტომინეისა და დაცვის ოთხკაციანი ხაზის საშუალებით მიეღწია, თუმცა, შესვენების შემდეგ კონტეს თამაში უფრო ფრთხილი გახდა“.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. მომდევნო ტურში „პარტენოპეი“ საკუთარ მოედანზე „მონცას“ მიიღებს, „იუვენტუსი“ კი სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება.