ესპანეთი, უეფა, მარკ კუკურეია
Aa
Aa

„კუკურეიას ხელი“ – 2 თვის შემდეგ, უეფას მსაჯთა კომიტეტმა შეცდომა აღიარა

უეფას მსაჯთა კომიტეტმა აღიარა, რომ ეურო 2024-ზე, გერმანია-ესპანეთის მატჩის დროს, მსაჯის მიერ პენალტის არ დანიშვნა შეცდომა იყო.

დამატებით დროში, ჯარიმის დროს ბურთი ესპანეთის მცველს, მარკ კუკურეიას ხელში მოხვდა, თუმცა თამაშის არბიტრმა, ენტონი ტეილორმა 11-მეტრიანი არ დანიშნა. საბოლოოდ, 119-ე წუთზე, გოლი მიკელ მერინომ გაიტანა და ფურია როხა ნახევარფინალში გავიდა.

არ დანიშნულ პენალტს მაშინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ პენალტი უეფა-ს რეკომენდაციით არ დაინიშნა.

თუმცა ახლა, როგორც Relevo წერს, უეფას მსაჯთა კომიტეტი მივიდა დასკვნამდე, რომ 11-მეტრიანი უნდა დანიშნულიყო.

„უეფას ბოლო რეკომენდაციებით, ხელით კონტაქტი ბურთთან, რომელიც აჩერებს კარში დარტყმას, უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს და უმეტეს შემთხვევაში პენალტი დაინიშნოს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მცველის ხელი ძალიან ახლოს არის ბურთთან.

ამ შემთხვევაში, მცველი კარისკენ დარტყმას აჩერებს ხელით, რომელიც არც ისე ახლოს არის ტანთან, ამიტომ პენალტი უნდა დანიშნულიყო“ - წერს Relovo კომიტეტის წევრზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 ჩემპიონატის გამარჯვებული სწორედ ესპანეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ინგლისი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიონი 10-კაციან მარსელთან ბოლო წუთზე დამარცხდა | მიქაუტაძემ 67-ე წუთიდან ითამაშა
ლიონი 10-კაციან მარსელთან ბოლო წუთზე დამარცხდა | მიქაუტაძემ 67-ე წუთიდან ითამაშა