მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ჯერ კიდევ ველოდები...“ - ნურმაგომედოვი მერაბთან ბრძოლაზე წერს

უმარ ნურმაგომდოვი მერაბ დვალიშვილს მიმართავს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მზად არის, რუს მებრძოლს ეჩხუბოს.

„თქმა და გაკეთება ერთი და იგივე არ არის. ჯერ კიდევ ველოდები რამე სიახლეს ბრძოლის შესახებ“ - დაწერა ნურმაგომედოვმა X-ზე.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა. მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა.

დვალიშვილი სიაში მე-7 ადგილზეა, რაც შეეხება უმარ ნურმაგომედოვს, რომელიც ხაბიბის ბიძაშვილია, ხუთი ბრძოლიდან ხუთივე მოგებული აქვს და რეიტინგის მეათე ნომერია.

ნურმაგომედოვმა ბოლო ბრძოლა UFC on ABC 7-ზე გამართა და კორი სენდჰეგენი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გენიოსია, მაგრამ ერთი ცუდი თვისება აქვს“ - ცნობილი მწვრთნელი მერაბზე საუბრობს
„გენიოსია, მაგრამ ერთი ცუდი თვისება აქვს“ - ცნობილი მწვრთნელი მერაბზე საუბრობს