დანილ მედვედევი
Aa
Aa

მორიგი უტაქტო საქციელი - მედვედევმა ჩოგანი გულშემატკივრებისკენ ისროლა

საჩოგბურთო სამყაროში ლეივერის თასი დასრულდა და როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, გამარჯვებული ევროპის გუნდი გახდა.

ევროპის გუნდში მონაწილეობას დანილ მედვედევი იღებდა. როგორც მოგეხსენებათ, რუს ჩოგბურთელს საკმაოდ მძიმე ხასიათი აქვს, რაც ბენ შელტონის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამოავლინა, თუმცა ამჯერად ყველაფერს გადაამეტა.

ერთ-ერთი წაგებული გათამაშების შემდეგ, მედვედევმა ჩოგანი მაყურებლებისკენ ისროლა, რასაც მის მიმართ უდიდესი კრიტიკა მოყვა. საბედნიეროდ, ჩოგანი არავის მოხვდა და არავინ დაშავებულა.

მატჩის დასრულების შემდეგ, რუსმა ბოდიში მოიხადა:

„არ მინდოდა ისე მესროლა, როგორც ვისროლე. ანუ გულშემატკივრებისკენ არ მინდოდა გადაგდება. ძირს მინდოდა დაგდება და სამწუხაროდ ასე გამოვიდა. გამიმართლა, რომ ჩოგანი არავის მოხვდა. როდესაც ჩოგბურთში არავის ეხები, დისკვალიფიკაციას ვერ მიიღებ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გამეკეთებინა.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის დანილ მედვედევი მსოფლიოს რეიტინგში 5475 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. ლეივერის თასზე რუსმა ორი მატჩიდან ორივე წააგო. ერთი, როგორც უკვე მოგახსენეთ შელტონთან, ხოლო მეორე ფრენსის ტიაფოსთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოლეს ბიძა პრეზიდენტად - სერბულ ჩოგბურთს გორან ჯოკოვიჩი უხელმძღვანელებს
ნოლეს ბიძა პრეზიდენტად - სერბულ ჩოგბურთს გორან ჯოკოვიჩი უხელმძღვანელებს