ლაცაბიძის ბრწყინვალე პასი - ამპლუით მცველის შესანიშნავი ტექნიკა
უკრაინის ჩემპიონატის მე-7 ტურში ოდესის „ჩერნომორეცი’’ შინ ლვოვის „კარპატისთან’’ 0:1 დამარცხდა. ოდესელთა სასტარტოში ლუკა ლაცაბიძემ ითამაშა, ამპლუით ცენტრალურმა მცველმა 39-ე წუთზე ბრწყინვალე პასი შეასრულა, თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა მან ვერ შეაგდო. ლუკას უმაღლეს დონეზე თამაშის ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, რაც ამ მომენტშიც კარგად გამოჩნდა, მოედანს კარგად ხედავს, ტექნიკურია და კარგი პასით გამოირჩევა.
ლუკამ „ჩერნომორეცში'' მეორე მატჩი ჩაატარა, სადებიუტო შეხვედრაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა, „კარპატისთან'' - ცენტრალურ ნახევარმცველად. მოსალოდნელია, რომ საბა გოგლიჩიძის მსგავსად ლაცაბაძეც მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს. ლუკა უფრო მრავალმხრივია იმ კუთხით, რომ ცენტრალურ ნახევარმცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.
ლუკა სადებიუტო მატჩში „ინგულეცთან'' პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა, შესვენებისას შეცვალეს, ხოლო „კარპატისთან'' მინდორი 63-ე წუთზე დატოვა. ამ ეტაპზე მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ბაბიჩი მატჩის ბოლომდე მინდორზე არ ტოვებს, თუმცა მთავარია რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და ბაბიჩი ნდობას უცხადებს.
ლუკა ლაცაბიძე „შახტარის’’ საკუთრებაა, გასულ ზამთარში უკრაინულმა კლუბმა ქართველი ტალანტის სანაცვლოდ თბილისის „დინამოს’’ 700 000 ევრო გადაუხადა. მისი სიმაღლე 1,93 სანტიმეტრია. თბილისის „დინამოს’’ აღზრდილია, თუმცა პირველ გუნდში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. გასულ ზაფხულში შეკრება „შახტართან’’ ერთად გაიარა და „ჩერნომორეცს’’ იჯარით შეუერთდა.